{"title":"Bernard Outtier. Le manuscrit Tbilisi A-249: un recueil traduit de l’arabe et sa physionomie primitive","authors":"Tsisana Bibileishvili","doi":"10.32859/kadmos/13/164-176","DOIUrl":null,"url":null,"abstract":"ხელნაწერი თბილისი A-249 X საუკუნეში პალესტინის გარემოში გადაწერილი საუცხოო კოლექციის დღეს არათანმიმდევრულად აკინ- ძული ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი. ჩვენამდე მოღწეული ტექ- სტები სირიულიდან არაბულის გავლითაა ნათარგმნი (რაც, უკანასკ- ნელი მათგანისთვის ჯერ კიდევ დასადგენია). ხელნაწერის თბილისი A-249 ერთადერთ გამოქვეყნებულ აღ- წერილობად დღემდე რჩება 1903 წელს დასტამბული თ. ჟორდანიას ნაშრომი.1 ეს თავის დროზე გამოსადეგი აღწერილობა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი აღწერილო- ბის შედგენამდე2 საჭიროა ამ ლაკუნის შევსება. პ. პეეტერსის აზრით, ხელნაწერი თბილისი A-249 მართლაც წარმოადგენს „იშვიათი და უნიკალური თხზულებების შემცველ, საინტერესო და ძალიან ძველ კრებულს.“3 ქალბატონმა ელ. მეტრეველმა მოგვაწოდა ხელნაწერის სრული მიკროფილმი – რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მას – რამაც საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რომ, ერთი მხრივ, იგი წარ- მოადგენს გაცილებით მნიშვნელოვანი კრებულის ფრაგმენტს, და მე- ორე მხრივ, ახლა იგი არათანმიმდევრულადაა აკინძული.4 მამა მ. ვან ესბროკმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში უძველესი ქართული ჰომილეტიკური კრებულის შესახებ5 დაგვანახა, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას ძველი კრებულების პირველადი სახის აღსადგენად. ჟურნალის წინამდებარე ნომერში მან გამოაქვეყნა ხელნაწერის (დღევანდელი რიგით) პირველი ორი თხზულების თარ- გმანი. ე. ი. ჩვენი გამოკვლევა მისი ნაშრომის ბუნებრივ დამატებად შეიძლება ჩაითვალოს. ჯერ განვიხილოთ, რას წარმოადგენს ხელნა- წერი დღეს და როგორი უნდა ყოფილიყო იგი თავდაპირველად; შემ- დეგ კი გავაანალიზებთ მის შინაარსს.","PeriodicalId":38825,"journal":{"name":"Kadmos","volume":"1 1","pages":""},"PeriodicalIF":0.0000,"publicationDate":"2021-01-01","publicationTypes":"Journal Article","fieldsOfStudy":null,"isOpenAccess":false,"openAccessPdf":"","citationCount":"0","resultStr":null,"platform":"Semanticscholar","paperid":null,"PeriodicalName":"Kadmos","FirstCategoryId":"1085","ListUrlMain":"https://doi.org/10.32859/kadmos/13/164-176","RegionNum":0,"RegionCategory":null,"ArticlePicture":[],"TitleCN":null,"AbstractTextCN":null,"PMCID":null,"EPubDate":"","PubModel":"","JCR":"Q2","JCRName":"Arts and Humanities","Score":null,"Total":0}
引用次数: 0
Abstract
ხელნაწერი თბილისი A-249 X საუკუნეში პალესტინის გარემოში გადაწერილი საუცხოო კოლექციის დღეს არათანმიმდევრულად აკინ- ძული ფრაგმენტის სახითაა შემორჩენილი. ჩვენამდე მოღწეული ტექ- სტები სირიულიდან არაბულის გავლითაა ნათარგმნი (რაც, უკანასკ- ნელი მათგანისთვის ჯერ კიდევ დასადგენია). ხელნაწერის თბილისი A-249 ერთადერთ გამოქვეყნებულ აღ- წერილობად დღემდე რჩება 1903 წელს დასტამბული თ. ჟორდანიას ნაშრომი.1 ეს თავის დროზე გამოსადეგი აღწერილობა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი აღწერილო- ბის შედგენამდე2 საჭიროა ამ ლაკუნის შევსება. პ. პეეტერსის აზრით, ხელნაწერი თბილისი A-249 მართლაც წარმოადგენს „იშვიათი და უნიკალური თხზულებების შემცველ, საინტერესო და ძალიან ძველ კრებულს.“3 ქალბატონმა ელ. მეტრეველმა მოგვაწოდა ხელნაწერის სრული მიკროფილმი – რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მას – რამაც საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რომ, ერთი მხრივ, იგი წარ- მოადგენს გაცილებით მნიშვნელოვანი კრებულის ფრაგმენტს, და მე- ორე მხრივ, ახლა იგი არათანმიმდევრულადაა აკინძული.4 მამა მ. ვან ესბროკმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში უძველესი ქართული ჰომილეტიკური კრებულის შესახებ5 დაგვანახა, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას ძველი კრებულების პირველადი სახის აღსადგენად. ჟურნალის წინამდებარე ნომერში მან გამოაქვეყნა ხელნაწერის (დღევანდელი რიგით) პირველი ორი თხზულების თარ- გმანი. ე. ი. ჩვენი გამოკვლევა მისი ნაშრომის ბუნებრივ დამატებად შეიძლება ჩაითვალოს. ჯერ განვიხილოთ, რას წარმოადგენს ხელნა- წერი დღეს და როგორი უნდა ყოფილიყო იგი თავდაპირველად; შემ- დეგ კი გავაანალიზებთ მის შინაარსს.