{"title":"Modernization Opportunities for Georgian Traditional Winemaking","authors":"P. Koguashvili, L. Arabidze","doi":"10.56079/20222/5","DOIUrl":null,"url":null,"abstract":"მსოფლიო აგრარულ ეკონომიკაში მეღვინეობას მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. მსოფლიოში ღვინის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. ამ ალკოჰოლურ სასმელს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალი მომხმარებელი ემატება. ტრადიციულ მეღვინეობას, ამ სექტორში საკმაოდ მცირე, მაგრამ გამორჩეული ადგილი უკავია. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნიკური ცვლილებები ყველა დარგზე ახდენს გავლენას, შესაბამისად ყველა დარგი ცდილობს მოახდინოს ამ ცლილებებთან ადაპტაცია როგორც ტექნოლოგიური, ასევე მეთოდური მოდერნიზაციის საშუალებით. საქართველოში ტრადიციული მეღვინეობaს 8000 - წლიანი ისტორია გაგვაჩნია. ვქმნით უნიკალური ქვევრის ღვინის პროდუქციას და ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ღვინის ბაზარზე, მხოლოდ ისტორია საკმარისი აღარ არის. XXI საუკუნეში საჭიროა ისეთი ტექნოლოგიური განვითარება, რომ მეტად დავუახლოვოთ ტრადიციული ღვინის ხარისხი საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებს. სტატიაში გაანალიზებულია ის შესაძლებლობები, რაც დიდ დახმარებას უწევს მსოფლიო მეღვინეობის სექტორში ჩართულ პირებს და იძლევა ადაპტაციის შესაძლებლობას შეცვლილი გარემო ფაქტორების მიმართ. ასევე გაანალიზებულია ის გამოწვევები, ინოვაციები და შესაძლებლობები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგმოებს მოაქვს სექტორში და ასევე მათი გავლენა როგორც სოციალურ, ასევე ფინანსურ სარგებელზე. მიმოხილულია ამ მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები ქართულ, ტრადიციულ მეღვინეობაში და მათი სარგებელი. ყურადღება გამახვილებულია როგორც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებზე, ასევე მოყვანილია მოდელები, რომელთა მსგავსი სისტემებიც უზრუნველყოფს ქართული ტრადიციული მეღვინეობის საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს. საკვანძო სიტყვები: ინოვაციური მეთოდები, ღვინის ეკონომიკა, საერთაშორისო გამოცდილება, ტრადიციული მეღვინეობა, ქვევრის ღვინო, მეღვინეობის მიკროზონები.","PeriodicalId":31810,"journal":{"name":"Economics and Business","volume":" ","pages":""},"PeriodicalIF":0.0000,"publicationDate":"2022-06-24","publicationTypes":"Journal Article","fieldsOfStudy":null,"isOpenAccess":false,"openAccessPdf":"","citationCount":"0","resultStr":null,"platform":"Semanticscholar","paperid":null,"PeriodicalName":"Economics and Business","FirstCategoryId":"1085","ListUrlMain":"https://doi.org/10.56079/20222/5","RegionNum":0,"RegionCategory":null,"ArticlePicture":[],"TitleCN":null,"AbstractTextCN":null,"PMCID":null,"EPubDate":"","PubModel":"","JCR":"","JCRName":"","Score":null,"Total":0}
引用次数: 0
Abstract
მსოფლიო აგრარულ ეკონომიკაში მეღვინეობას მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. მსოფლიოში ღვინის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. ამ ალკოჰოლურ სასმელს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალი მომხმარებელი ემატება. ტრადიციულ მეღვინეობას, ამ სექტორში საკმაოდ მცირე, მაგრამ გამორჩეული ადგილი უკავია. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნიკური ცვლილებები ყველა დარგზე ახდენს გავლენას, შესაბამისად ყველა დარგი ცდილობს მოახდინოს ამ ცლილებებთან ადაპტაცია როგორც ტექნოლოგიური, ასევე მეთოდური მოდერნიზაციის საშუალებით. საქართველოში ტრადიციული მეღვინეობaს 8000 - წლიანი ისტორია გაგვაჩნია. ვქმნით უნიკალური ქვევრის ღვინის პროდუქციას და ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ღვინის ბაზარზე, მხოლოდ ისტორია საკმარისი აღარ არის. XXI საუკუნეში საჭიროა ისეთი ტექნოლოგიური განვითარება, რომ მეტად დავუახლოვოთ ტრადიციული ღვინის ხარისხი საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებს. სტატიაში გაანალიზებულია ის შესაძლებლობები, რაც დიდ დახმარებას უწევს მსოფლიო მეღვინეობის სექტორში ჩართულ პირებს და იძლევა ადაპტაციის შესაძლებლობას შეცვლილი გარემო ფაქტორების მიმართ. ასევე გაანალიზებულია ის გამოწვევები, ინოვაციები და შესაძლებლობები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგმოებს მოაქვს სექტორში და ასევე მათი გავლენა როგორც სოციალურ, ასევე ფინანსურ სარგებელზე. მიმოხილულია ამ მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები ქართულ, ტრადიციულ მეღვინეობაში და მათი სარგებელი. ყურადღება გამახვილებულია როგორც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებზე, ასევე მოყვანილია მოდელები, რომელთა მსგავსი სისტემებიც უზრუნველყოფს ქართული ტრადიციული მეღვინეობის საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს. საკვანძო სიტყვები: ინოვაციური მეთოდები, ღვინის ეკონომიკა, საერთაშორისო გამოცდილება, ტრადიციული მეღვინეობა, ქვევრის ღვინო, მეღვინეობის მიკროზონები.