{"title":"Unemployment Rates in Georgia Calculated According to the New Methodology of Employment Statistics and Ways to Reduce It","authors":"Nugzar Paichadze, Kakhaber Paichadze","doi":"10.56079/20222/4","DOIUrl":null,"url":null,"abstract":"სამეცნიერო სტატიაში განხილულია 2012-2021 წლებში საქართველოში მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, შეფასებულია რა გავლენა იქონია დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ, შესწავლილი და გაანალიზებულია, სადღეისოდ, საქართველოში უმუშევრობის ძირითადი მიზეზები, რათა დასახული იქნეს მისი შემცირების კონკრეტული გზები. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, სტატია ეხება მოსახლეობის დასაქმებასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის არსი და მისი განსხვავება ანალოგიური ძველი მეთოდოლოგიისაგან, 2012-2021 წლებში საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის ზოგადი მდგომარეობა და მისი ანალიზი, სქესობრივი ჭრილით საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე და მისი ანალიზი, ქალაქ-სოფლის ჭრილით საქართველოში უმუშევრობის დონე და მისი ანალიზი, საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე რეგიონული და ასაკობრივი ჭრილით და მისი ანალიზი, საქართველოში უმუშევრობის ძირითადი მიზეზები და მათი შემცირების გზები და სხვ. 2020 წლიდან დასაქმების სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით, საქართველოში საგრნობლად შეიცვალა დასაქმებასთან დაკავშირებული ისეთი მაჩვენებლების გამომხატველი ციფრები, როგორიცაა: სამუშაო ძალა (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა), დასაქმებულები, თვითდასაქმებულები, უმუშევრები, დასაქმების დონე, უმუშევრობის დონე. ცხადია, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომავალში მოცემული პრობლემის კვლევისას მიღებული დასკვნები განსხვავებული იქნება, ვიდრე ამას ადგილი ექნებოდა დასაქმების სტატისტიკის ძველი მეთოდოლოგიით კვლევისას. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის უმუშევრობა ხასიათდება დროში მუდმივი ცვალებადობით. ყოველივე ეს კი მიუთითებს მოცემული სამეცნიერო სტატიის აქტუალურობაზე. საკვანძო სიტყვები: დასაქმება და უმუშევრობა, სამუშაო ძალა, დასაქმებისა და უმუშევრობის დონე.","PeriodicalId":31810,"journal":{"name":"Economics and Business","volume":" ","pages":""},"PeriodicalIF":0.0000,"publicationDate":"2022-06-24","publicationTypes":"Journal Article","fieldsOfStudy":null,"isOpenAccess":false,"openAccessPdf":"","citationCount":"0","resultStr":null,"platform":"Semanticscholar","paperid":null,"PeriodicalName":"Economics and Business","FirstCategoryId":"1085","ListUrlMain":"https://doi.org/10.56079/20222/4","RegionNum":0,"RegionCategory":null,"ArticlePicture":[],"TitleCN":null,"AbstractTextCN":null,"PMCID":null,"EPubDate":"","PubModel":"","JCR":"","JCRName":"","Score":null,"Total":0}
引用次数: 0
Abstract
სამეცნიერო სტატიაში განხილულია 2012-2021 წლებში საქართველოში მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, შეფასებულია რა გავლენა იქონია დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ, შესწავლილი და გაანალიზებულია, სადღეისოდ, საქართველოში უმუშევრობის ძირითადი მიზეზები, რათა დასახული იქნეს მისი შემცირების კონკრეტული გზები. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, სტატია ეხება მოსახლეობის დასაქმებასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის არსი და მისი განსხვავება ანალოგიური ძველი მეთოდოლოგიისაგან, 2012-2021 წლებში საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის ზოგადი მდგომარეობა და მისი ანალიზი, სქესობრივი ჭრილით საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე და მისი ანალიზი, ქალაქ-სოფლის ჭრილით საქართველოში უმუშევრობის დონე და მისი ანალიზი, საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე რეგიონული და ასაკობრივი ჭრილით და მისი ანალიზი, საქართველოში უმუშევრობის ძირითადი მიზეზები და მათი შემცირების გზები და სხვ. 2020 წლიდან დასაქმების სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით, საქართველოში საგრნობლად შეიცვალა დასაქმებასთან დაკავშირებული ისეთი მაჩვენებლების გამომხატველი ციფრები, როგორიცაა: სამუშაო ძალა (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა), დასაქმებულები, თვითდასაქმებულები, უმუშევრები, დასაქმების დონე, უმუშევრობის დონე. ცხადია, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომავალში მოცემული პრობლემის კვლევისას მიღებული დასკვნები განსხვავებული იქნება, ვიდრე ამას ადგილი ექნებოდა დასაქმების სტატისტიკის ძველი მეთოდოლოგიით კვლევისას. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის უმუშევრობა ხასიათდება დროში მუდმივი ცვალებადობით. ყოველივე ეს კი მიუთითებს მოცემული სამეცნიერო სტატიის აქტუალურობაზე. საკვანძო სიტყვები: დასაქმება და უმუშევრობა, სამუშაო ძალა, დასაქმებისა და უმუშევრობის დონე.