{"title":"International Experience in Quality Management and Its Importance in Georgian Business Companies: Level of Customer Satisfaction","authors":"Izolda Lashkarashvili","doi":"10.56079/20222/11","DOIUrl":null,"url":null,"abstract":"თანამედროვე ეტაპზე ხარისხს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაში. ხარისხი განსაზღვრავს კომპანიის რეპუტაციას, პასუხისმგებლობას პროდუქტზე, ორგანიზაციის მიღწეულ შედეგებს. ხარისხისგანვითარებისა დაუზრუნველყოფის მექანიზმებში იდენტიფიცირებული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია შესწავლილი და გაზიარებული იქნეს მართვის საერთაშორისო მეთოდები და გამოცდილება. დღესდღეობით,ქართულ ბაზარზე მოქმედ ბიზნესკომპანიებისთვის,კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით,მნიშვნელოვანია ათვისებული იქნეს ის თანამედროვე მიდგომები, რისი როლიც მნიშვნელოვანია მომხარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლებასა და შეთავაზებული ხარისხის გაუმჯობესებაში.განსაკუთრებით, კიამჟამად, როცა ჯანსაღი კონკურენცია წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, უაღრესად მნიშვნელოვანია მდგრადი კონკურენტული უპირატესობის შენაჩუნების საკითხები. ხარისხის სრულყოფა ეხმარება კომპანიას გაზარდოს გაყიდვები და შეამციროს ხარჯები და საბოლოოდ უზრუნველყოს მაღალი მოგება. ხარისხის ფორმირების პროცესი საინტერესო მოვლენაა,რაც სიღრმისეულად ასახავს ხარისხის ყოვლისმომცველ თვისებას, გამოხატავს მომხმარებლების მიმართ ორიენტირებასა და მათი მოთხოვნების დროულად გამოვლენა-გათვალისწინებას, შემდეგ - სრულყოფილად დაკმაყოფილებას. ხარისხზე მსჯელობისას მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მომსახურების საცალო ერთეულები, რაც განაპირობებს მომხმარებლის კმაყოფილებას, მათ შენარჩუნებასა და საწარმოს მიმართ ლოიალურობის მოპოვებას. ლოიალური მომხმარებელი კი ფირმის წარმატების გარანტია, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,სტატიის ავტორის მიზანია, წარმოაჩინოს არსებულ რეალობაში მომხმარებელთა კმაყოფილების დონე, ქართული ბიზნესკომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის მიხედვით. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რამდენად ითვალისწინებენ ქართული ბიზნესკომპანიები სტრატეგიების შემუშავებისას საერთაშორისო მეთოდებს და გამოცდილებას. საკვანძო სიტყვები:საერთაშორის გამოცდილება,კონკურენტუნარიანობა,ხარისხის პერმანენტული გაუმჯობესება,სტრატეგიული მენეჯმენტი,მომხმარებელთა ლოიალურობა.","PeriodicalId":31810,"journal":{"name":"Economics and Business","volume":" ","pages":""},"PeriodicalIF":0.0000,"publicationDate":"2022-06-24","publicationTypes":"Journal Article","fieldsOfStudy":null,"isOpenAccess":false,"openAccessPdf":"","citationCount":"0","resultStr":null,"platform":"Semanticscholar","paperid":null,"PeriodicalName":"Economics and Business","FirstCategoryId":"1085","ListUrlMain":"https://doi.org/10.56079/20222/11","RegionNum":0,"RegionCategory":null,"ArticlePicture":[],"TitleCN":null,"AbstractTextCN":null,"PMCID":null,"EPubDate":"","PubModel":"","JCR":"","JCRName":"","Score":null,"Total":0}
引用次数: 0
Abstract
თანამედროვე ეტაპზე ხარისხს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაში. ხარისხი განსაზღვრავს კომპანიის რეპუტაციას, პასუხისმგებლობას პროდუქტზე, ორგანიზაციის მიღწეულ შედეგებს. ხარისხისგანვითარებისა დაუზრუნველყოფის მექანიზმებში იდენტიფიცირებული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია შესწავლილი და გაზიარებული იქნეს მართვის საერთაშორისო მეთოდები და გამოცდილება. დღესდღეობით,ქართულ ბაზარზე მოქმედ ბიზნესკომპანიებისთვის,კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით,მნიშვნელოვანია ათვისებული იქნეს ის თანამედროვე მიდგომები, რისი როლიც მნიშვნელოვანია მომხარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლებასა და შეთავაზებული ხარისხის გაუმჯობესებაში.განსაკუთრებით, კიამჟამად, როცა ჯანსაღი კონკურენცია წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, უაღრესად მნიშვნელოვანია მდგრადი კონკურენტული უპირატესობის შენაჩუნების საკითხები. ხარისხის სრულყოფა ეხმარება კომპანიას გაზარდოს გაყიდვები და შეამციროს ხარჯები და საბოლოოდ უზრუნველყოს მაღალი მოგება. ხარისხის ფორმირების პროცესი საინტერესო მოვლენაა,რაც სიღრმისეულად ასახავს ხარისხის ყოვლისმომცველ თვისებას, გამოხატავს მომხმარებლების მიმართ ორიენტირებასა და მათი მოთხოვნების დროულად გამოვლენა-გათვალისწინებას, შემდეგ - სრულყოფილად დაკმაყოფილებას. ხარისხზე მსჯელობისას მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მომსახურების საცალო ერთეულები, რაც განაპირობებს მომხმარებლის კმაყოფილებას, მათ შენარჩუნებასა და საწარმოს მიმართ ლოიალურობის მოპოვებას. ლოიალური მომხმარებელი კი ფირმის წარმატების გარანტია, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,სტატიის ავტორის მიზანია, წარმოაჩინოს არსებულ რეალობაში მომხმარებელთა კმაყოფილების დონე, ქართული ბიზნესკომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის მიხედვით. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რამდენად ითვალისწინებენ ქართული ბიზნესკომპანიები სტრატეგიების შემუშავებისას საერთაშორისო მეთოდებს და გამოცდილებას. საკვანძო სიტყვები:საერთაშორის გამოცდილება,კონკურენტუნარიანობა,ხარისხის პერმანენტული გაუმჯობესება,სტრატეგიული მენეჯმენტი,მომხმარებელთა ლოიალურობა.